დავით სარაჯიშვილის ანდერძი

1910 წელს დავითს უკურნებელი სენი შეეყარა. მას ვერ უშველა ბერლინში გაკეთებულმა ოპერაციამ და 1911 წლის 20 ივნისს დიდებული ქართველი საშინელი ტანჯვით გარდაიცვალა სწორი ნაწლავის კიბოთი. ცნობილმა მეცენატმა 63 წელი იცოცხლა. აქედან 31 წელიწადი ისწავლა, ხოლო დანარჩენი წლები შრომით საქმიანობას მოახმარა

გარდაცვალებამდე
ერთი თვით ადრე დავითს გერმანიაში დაუჩივლია: „ვკვდები, რა დამშვიდებით მოვკვდებოდი, რომ სამშობლოს იმედი მიმყვებოდეს. საქართველომ დიდი გულისტკივილით დაიტირა ღვიძლი შვილი.
იმ დღეებში „სახალხო გაზეთი წერდა: „ამბობენ, ავადმყოფი, მძიმე სენით შეპყრობილი, მომაკვდავი ადამიანი დიდი ეგოისტი ხდებაო. თვალი გადაავლეთ დავითის უკანასკნელ სიტყვებს, იმის ანდერძს და დარწმუნდებით, რომ ამ მხრივაც ეს შესანიშნავი ადამიანი განირჩეოდა სხვათაგან, ღირსეულის ანდერძით დააგვირგვინა მან თავისი კეთილი და ნაყოფიერი სიცოცხლე და კუბოს კარების წინაშეც მისი უკანასკნელი სურვილი საერო, საქვეყნო ჭირის გაზიარება იყო. ჭეშმარიტად იმაზედ არის გამოჭრილი გურამიშვილის სიტყვები: „მოკვდა და თვისის ანდერძით, აწ ისევ საქმობს მკვდარიო!..

ანდერძმა კი, 1910 წელს, ბერლინისკენ მიმავალმა, როსტოვში გააფორმა, საზოგადოება გააოგნა:
პირადი ქონების უდიდესი ნაწილი, უძრავი და მოძრავი ქონება საქართველოს დაუტოვა! 
ანდერძის თანახმად, ქონება- სამი მილიონი მანეთი შემდეგნაირად ნაწილდებოდა:


1. 500 ათასი მანეთიწერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.
2. 150 ათასი მანეთიქუთაისის  თეატრის  ასაშენებლად.
3. 200 ათასი მანეთიისტორიულ-ეთნოგრაფიულ  საზოგადოებას.
4. 25 ათასი მანეთიქუთაისის  დრამატულ საზოგადოებას.
5. 50 ათასი მანეთითბილისში პოლიტექნიკურ ან სხვა უმაღლესი სასწავლებლის დასაარსებლად.
6. 30 ათასი მანეთივლადიკავკავის (ორჯონიკიძე) ღარიბ მოსწავლეთათვის, სწავლის ქირის გადასახდელად (განურჩევლად ეროვნებისა);
7. 25 ათასი მანეთისაქართველოს საეთნოგრაფო საზოგადებას წიგნების გამოსაცემად.
8. 100 ათასი მანეთითბილისის ქართულ დრამატულ საზოგადოებას.
9. 10 ათასი მანეთისამიწათმოქმედო სახელოსნოს გამოსწორებულ ახალშენთა და თავშესაფართა საზოგადოებას.
10. 171 ათასი მანეთისარაჯიშვილის ფირმის მუშა-მოსამსახურეებისათვის;
11. 5 ათასი მანეთიქართული ფილარმონიის საზოგადოებისათვის;
12. 20 ათასი მანეთიქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოებასქართული ახალი ორიგინალური ბელეტრისტული ნაწერებისათვის პრემიის დასანიშნად.
13. 50 ათასი მანეთიავლაბარში საპროფესიო სკოლის დასაარსებლად და შესანახად.
14. 10 ათასი მანეთიმოსკოვის ქართულ საზოგადოებას.
15. 10 ათასი მანეთიდიდუბის ტაძარს.
16. 5 ათასი მანეთირუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა საზოგადოების სადგურს ოდესაში.
17. 200 ათასი მანეთიქირურგიულ საავადმყოფოს ასაშენებლად თბილისში.

იაკობ გოგებაშვილი დავითის გარდაცვალების შემდეგ წერდა:თავისი ანდერძით სიკვდილი დათრგუნა და ბრწყინვალე შარავანდედი შეიმოსა ‘’
 „მე ამჟამად არ ძალმიძს აღვნუსხო არც დიდი ამაგი განსვენებულისა და არც მისი უმაგალითო ქველმოქმედება. აღვნიშნავ მხოლოდ, რომ განსვენებულს მამისგან დარჩა მცირედი თანხა, და მან ეს თანხა თავისი ცოდნით და მხნეობით მილიონებად გადააქცია... და ბოლოს, მთელი თავისი დიდი ქონება, შეძენილი პატიოსანი გზით და უმწიკვლო მოქმედებით, მან დაუტოვა ქვეყანასა. 
     გამოსამშვიდობებელ წერილში თავადი დავით გურამიშვილი მწუხარებით წერდა: "...შენს გულში ადგილი ჰქონდა ყველას, მიუხედავად ადამიანთა სოციალური მდგომარეობისა და ეროვნებისა, განსხვავება მხოლოდ იმაში იყო, რომ ღირსეულები გიყვარდა და უღირსები გეცოდებოდა. შენ არ იცოდი რაა სიძულვილი, ის არასოდეს ეხებოდა შენს მგრძნობიარე გულს“...

რუსულმა გაზეთმა "ზაკავკაზსკაია რეჩ"(№140, 25.06.1911) დავით სარაჯიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კავკასიის მთიელთა გამოხმაურება გამოაქვეყნა:
   "ჩვენ, ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა წარმომადგენელი ინგუშები და ოსები, ვუმსამძიმრებთ გარდაცვლილი დავით ზაქარიას-ძის ოჯახს. დაუვიწყარი დავით ზაქარიას-ძე გახლდათ კულტურისა და მრეწველობის პიონერი ინგუშებში და ოსებში. მან აამაღლა ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობა და უზარმაზარი ბიძგი მისცა მას უკეთესი მომავლისაკენ. ამ დიდსულოვანი ადამიანის, დამცირებულთა და ღარიბთა ამ დამცველის ქველმოქმედება იმდენად დიდია, რომ ყოველი მთიელი უფლის კურთხევით წარმოსთქვამს გარდაცვლილის სახელს. მისი სახელი ჩვენს გულებში მუდამ წარუშლელი დარჩება. ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ ათასი მაგალითი იმისა, თუ როგორ მოდიოდა ჩვენში ყველგან დავით სარაჯიშვილი და როგორ ეხმარებოდა გაჭირვებულებს... სულეიმან ბულატოვი, ბანუხო ბატაევი, ისაი ბაჩალოვი, მუხტარ კატაევი, მაგომედ მუტალიევი".

1916 წლის აგვისტოში, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ახალგაზრდა, მაგრამ ჯანმრთელობა შერყეული ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილისა გარდაიცვალა.
„ნუ დამკრძალავთ დიდებულად, არ ვსაჭიროებ არც გვირგვინთ, არც დიდ ძეგლს, ბევრი არ დამახარჯოთ და ქონება ჩემსა ერსა გაუბოძეთ. იგი თანამეცხედრეს გვერდით, დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. „თეატრი და ცხოვრება მკითხველს აუწყებდა: „დავითის გარდაცვალების შემდეგ, ქმრისეულ სამრეწველო-საქარხნო საქმეებს სათავეში ჩაუდგა და წარმოება არა თუ შეამცირა, გაასამკეცა. ყველგან და ყველაფერში თვით მონაწილეობდა, საქმეს გონივრულად მართავდა. ეკატერინემაც, დავითის მსგავსად, თავისი უძრავ-მოძრავი ქონების დიდი ნაწილი სამშობლოს უანდერძა.


1939 წელს, საქართველოს სსრ- ხელმძღვანელობის მითითებით, ქალაქის საბჭოს მიერ გაცემულ დოკუმენტში, რომლის ადრესატები დავითისა და ეკატერინეს ნათესავები იყვნენ, ეწერა: „პანთეონისათვის გამოყოფილ ნაკვეთზე უნდა დაკრძალული იქნან ის პირნი, რომელთა მოღვაწეობაც ლიტერატურის, მეცნიერების და ხელოვნების დარგშია ცნობილი. ავით სარაჯიშვილი და მისი მეუღლე კი, რადგანაც არ ეკუთვნიან აღნიშნულ კატეგორიას, პანთეონის ნაკვეთზე დატოვებულთა სიაში არ არიან. ამიტომ, გევალებათ ავით სარაჯიშვილისა და მისი მეუღლის ნეშტი გადაიტანოთ სხვა სასაფლაოზე 10 დღის ვადაში. პანთეონის დირექტორი .ენიკოლოფაშვილი.
1939 წლის 1 დეკემბერს დავით და ეკატერინე სარაჯიშვილების ნეშტები ვაკის სასაფლაოს ხევში, ხოლო მისივე თითიდან მოხსნილი ბეჭდის წყალობით, ვაკის სასაფლაოზე  გადაასვენეს .
1995 წლის 24 ივნისს სარაჯიშვილის მოწაფეებისა და მისი ღვაწლის თაყვანისმცემელთა მცდელობით, ცნობილი ბიზნესმენის  ელგუჯა  ბუბუტეიშვილის ინიციატივით - დავით და ეკატერინე სარაჯიშვილების ნეშტები ვაკის სასაფლაოდან გადმოასვენეს და ქაშვეთის ტაძრის ეზოში დაკრძალეს. 





მიეძღვნა დავით სარაჯიშვილის ხსოვნას 

ორი სამარე გამოვიცვალე,
სიკვდილის ორი შავი პერანგი,
ერთის ვიყავი რიდით მლოცველი,
მეორეს მწირის ცრემლით ვყვარობდი,
მესამედ მიხმო ზარმა ქაშვეთის
წმინდა ხატებიც ხელებს მიწვდიან,
ორი საფლავი თუ შევიცვალე,
სამშობლოს მიწა არ შემიცვლია.
რაიც სჯობია  წყეულ სიმდიდრეს
ბრჭყვიალა ოქროს, მოსირულ ფარჩას,
ძე არ მყოლია, შვილის მაგიერ
ხალხში ჩემივე ამაგი დამრჩა.
იგი დამტირის, დაშლილ კუბოში
ჩემს დავიწყებულ ძვლებსაც დაეძებს,
გულმოწყალება არის ბადიში,
ვალმოხდილს ნათელს უფენს სახეზე
და შევეფარე ნატყვიარ ტაძარს
რეკავს ქაშვეთის დედოზარია,
ერთი ცხედარის სამჯერ დაკრძალვა
ეს უკვდავების საწინდარია....

                                                   ოთარ მამფორია
                                                 25 ივნისი 1995წელი


Комментариев нет:

Отправить комментарий