სს "დავით სარაჯიშვილი და ენისელი"

"დავით სარაჯიშვილი და ენისელი

30იანი წლების დასასრულს საფუძველი ჩაეყარა თბილისის გარეუბანში, ავჭალაში კონიაკის ქარხნის მშენებლობასრომელიც დღეისათვის . "დავით სარაჯიშვილი და ენისელის საკუთრებას წარმოადგენს. ქარხნის მშენებლობა მეორე მსოფლიო ომის გამო შეჩერდა და საბოლოოდ მწყობრში 1954 წელს ჩადგა. ახალი ქარხნის აშენება მნიშვნელოვანი 
მოვლენა იყო ქართული კონიაკის წარმოების ისტორიაში. სააქციო საზოგადოება "დავით სარაჯიშვილი და ენისელი გამგრძელებელია იმ ტრადიციებისა, რომელიც კონიაკის ქარხნის დამფუძნებელმა დავით სარაჯიშვილმა სახელმწიფოს უანდერძა. 

საწარმოს საცავებში, მუხის კასრებში ინახება უნიკალური ქართული საკონიაკე 
სპირტები, რომელიც მიღებულია ქართული ღვინომასალებიდან.
რაც შეეხება დამზადების ტექნოლოგიას, რაიმე განსაკუთრებული რეცეპტი არ გააჩნია, 
მაგრამ ქარხანაში სპირტების ძალიან მდიდარი ბაზა არსებობს და სწორედ ეს 
ფაქტი წარმოადგენს კომპანიაში წარმოებული პროდუქციის უნიკალურობის 
საიდუმლოს.


ეს სპირტები ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც ასაკით, ისე გეოგრაფიული 
ადგილწარმოშობით, ზოგიერთი საკონიაკე სპირტის ასაკი კი 110 წელს აღემატება.

კომპანიის პროდუქცია ექსპორტზე გადის უკრაინაში, ჩეხეთში, გერმანიაში, ჩინეთში, 
ყაზახეთში, პოლონეთში, სკოვაკეთსა და აშშ.


.."სარაჯიშვილი და ენისელის მიერ ჩამოსხმული პროდუქტი ქართული კონიაკის 
ბაზარზე ლიდერია და ბაზრის 75 პროცენტი უჭირავს.

კომპანია "სარაჯიშვილის სამარკო კონიაკების თარო
3-წლიანი დაძველები " სარაჯიშვილი  3*** იწყება, 
შემდეგია " სარაჯიშვილი  5***        5 -წლიანი დაძველებით,
სარაჯიშვილი  VS         7-წლიანი დაძველები 
"სარაჯიშვილი  VSOP  10-წლიანი დაძველებით
ენისელი                      14-წლიანი დაძველებით
სარაჯიშვილი   XO     18-20 წლიანი დაძველებით


კონიაკი "ძალიან ძველი კომპანიის განსაკუთრებული მარკაა, რადგან, როგორც 
ბრენდი, მხოლოდ ის შემორჩა პირადად დავით სარაჯიშვილის მრავალრიცხოვანი ასორტიმენტიდან, რომელიც მან 1901 წელს 12-წლიანი დაძველების სპირტებისაგან შექმნა.

ფირმის სიამაყეს წარმოადგენს კონიაკი "ენისელი, რომელსაც საერთაშორისო 
დეგუსტაციებზე 29 ჯილდო, მათ შორის 20 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული.


კომპანიის ექსკლუზიურ პროდუქციას კონიაკი "XX საუკუნე წარმოადგენს, იმდენად, 
რამდენადაც მის შემადგენლობაში XX საუკუნის ყოველი ათწლეულის საუკეთესო საკონიაკე სპირტები შედის.

"XX საუკუნე სულ 300 ბოთლია ჩამოსხმული, ყოველ მათგანს საკუთარი ნომერი აქვს და თითოეულს ანალოგი არ მოეძებნება.

კიდევ ერთი უნიკალური ბრენდია "სარაჯიშვილი155”, რომელიც დავით 
სარაჯიშვილის 155 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა და მასში შემავალი 
სპირტები ასზე მეტ წელს ითვლის. სულ ჩამოსხმულია  ბოთლი და ყველას 
საკუთარი ნომერი აქვს.


"სარაჯიშვილი XO"  – 20 წლიანი დაძველებით





საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებზე .. "დავით სარაჯიშვილი და ენისელის” კონიაკებს

 17 გრან პრი,
 109 ოქროს,
 44 ვერცხლისა,
 11 ბრინჯაოს მედალი აქვთ მოპოვებულიკომპანია მსოფლიოს იმ საუკეთესო
 საწარმოთა რიცხვშია შესულირომელთა პროდუქციაც წარმოების უმაღლესი 
 ხარისხით გამოირჩევა.




Комментариев нет:

Отправить комментарий