სამშობლოში დაბრუნებისა და ოჯახის შექმნის შემდეგ, ახალგაზრდა დავითმა მამამისისა და
ბიძის- სოლომონის (რომელიც ქალაქ თბილისის პირველი ქართველი მმართველი იყო) ქონების
მოწესრიგება დაიწყო. ახალგაზრდა, განათლებულმა ბიზნესმენმა ამ დიდი სიმდიდრის სწორ კალაპოტში
წარმართვა მოახერხა. გარემოებათა გამო, მან ალკოჰოლის წარმოებას მოჰკიდა
ხელი, რომელსაც მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა.
ქართული და მეზობელი ქვეყნის ყურძნის ჯიშების საფუძვლიანი
გამოკვლევის შედეგად დავითი დარწმუნდა, რომ ქართული ჯიშის ყურძენთა ნაწილი ქიმიური
შემადგენლობითა და თვისებებით საკმაოდ ემსგავსება ფრანგულ საკონიაკე მასალად
მიჩნეულ ყურძნის ჯიშებს. წარმოების ყველა ეტაპი: სპირტის გამოხდა ფრანგული წესით,
სპირტის დენატურაცია, დაძველება მუხის კასრებში დავითის მკაცრი მეთვალყურეობით
მიმდინარეობდა. დაუღალავმა შრომამ წარმოუდგენელი შედეგი გამოიღო. XIXს.-ის 90-იან
წლებში სარაჯიშვილის ფირმა 50-მდე, ხოლო XX ს. დამდეგს 60-მდე დასახელების ალკოჰოლიან
სამელს ამზადებდა: არაყი, კონიაკი, რომი, შამპანი, ფარნშამპანი, გრანდ შამპანი,
ბენედიქტინი, შასტრეზი, სხვადასხვა ნაყოფის ნაყენები, ლიქიორები და ა.შ.
სარაჯიშვილის ფირმამ მონოპოლური მდგომარეობა მოიპოვა სპირტ-კონიაკის წარმოებაში
რუსეთის იმპერიის ბაზარზე.
ის მალე იქცა ამიერკავკასიის ერთ-ერთ უდიდეს მეწარმედ. მისი გავლენის ქვეშ აღმოჩნდა საქართველოს სპირტის სასმელთა წარმოების და რეალიზაციის დიდი ნაწილი.
დავით სარაჯიშვილმა ვლადიკავკაზთან არყის ქარხანა იყიდა და იმავე დროს ტფილისში სპირტიან სასმელთა წარმოება ააწყო. ტფილისში მან ასევე საბითუმო საწყობი და მრავალი სავაჭრო გახსნა. დავით სარაჯიშვილის ვლადიკავკაზის ქარხნის ბალანსზე სოლიდური სამედიცინო პუნქტი და საკვირაო სკოლა არსებობდა, სადაც წერა-კითხვას და სამეურნეო საქმეს ასწავლიდნენ. ამ ოლქში სიმინდის კულტურის დანერგვაში და მის სავაჭრო პროდუქტად გადაქცევაში დავით სარაჯიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის. რამდენიმე წლის მანძილზე, ქარხანა ადგილობრივ გლეხებს სიმინდის მარცვალს უფასოდ ურიგებდა, სჩუქნიდა, რითაც სიმინდი
მთიელთა შემოსავლის ძირითად პროდუქტად გადაიქცა. ამ რაიონებში მოყვანილი სიმინდი ყუბანის, როსტოვის, ვორონეჟის გუბერნიებში და სხვა პუნქტებში იყიდებოდა.
1887 წელს, დავით სარაჯიშვილი ერევნის გუბერნიაში, ქალაქ ერევანთან სარექტიფიკაციო ქარხანას ხსნის და შემდეგ ის ერევანში გადააქვს. ეს ქარხანა ერევნის გუბერნიის პირველ სარექტიფიკაციო ქარხანად ითვლებოდა. მისთვის მაზუთი მეზობელი აზერბაიჯანიდან ჩაჰქონდათ. ქარხნის ნაწარმის ნაწილი სარაჯიშვილის ტფილისისა და ბაქოს საწყობებში გადაჰქონდათ, ნაწილი ადგილზე რჩებოდა, დიდი ნაწილი კი მიჰქონდათ მოსკოვში, პეტერბურგში, ვარშავასა და
სხვა ქალაქებში ისეთ დიდ მეწარმეებთან, როგორებიც იყვნენ სმირნოვი, ვოლბრუკი, არაბაჟი და სხვები...
დავით სარაჯიშვილმა რუსეთის იმპერიაში პირველმა დაამკვიდრა კონიაკის წარმოების სრულფასოვანი ტექნოლოგია, მისი
წარმოების ფრანგული წესები და ნორმები. სარაჯიშვილის ფირმის ნაწარმი მალე გაიცნეს და აღიარეს პარიზში, ლონდონში, ბერლინში, ვენაში, ჟენევაში, კონსტანტინეპოლში.
პროდუქციით ყველა აღფრთოვანებული იყო:
– ეს ფრანგულზე უკეთესია!
საზღვარგარეთის ყველა რეგიონში, სადაც ქართული კონიაკი საღდებოდა, სარაჯიშვილის ხალხი
დაუღალავად მოუთხრობდა უცხოელებს საქართველოს წარსულის შესახებ.
სარაჯიშვილის ნაწარმზე განსაკუთრებული მოთხოვნილება რატომღაც ვარშავაში იყო. ვარშაველმა ვაჭრებმა, 1889 წელს, მთავრობას მხოლოდ სარაჯიშვილის ქარხნების ნაწარმის შესყიდვის უფლება სთხოვეს. 1902 წელს, ალკოჰოლურ სასმელთა წარმოების განვითარებაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის დავით სარაჯიშვილს რუსეთის იმპერიის კომერციის მრჩევლის წოდება მიანიჭეს, 1913 წელს კი "მისი საიმპერატორო უდიდებულესობის კარის მიმწოდებელის" საპატიო წოდება.
პირველი ქართული რეკლამა
მოდელი : ბაბო ბაგრატიონ-დავითაშვილი
es surati maqvs da tu gnebavt shemexmianet 599804284
ОтветитьУдалить