მასწავლებელთა მესამე ეროვნული კონფერენცია
2015 წლის 14
ნოემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მასწავლებლთა მესამე ეროვნული კონფერენცია, სახელწოდებით „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“ ჩატარდა,
რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა გახსნეს. კონფერენციაზე მოხსენებები სხვადასხვა საგნის 64-მა მასწავლებელმა წაიკითხა. მომხსენებლებმა კოლეგებს მათ მიერ მომზადებული თემები წარუდგინეს, მათ შორის არაფორმალური განათლება სამოქალაქო კომპეტენციის ამაღლებისთვის; კითხვის სწავლება დიფერენცირებული მიდგომით; საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება; აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეებთან მუშაობა; ომი და ადამიანური ღირებულებები; ატმოსფეროს ეკოლოგია; ასევე, საგნის სწავლების სხვადასხვა მეთოდები შესთავაზეს.
კონფერენციაზე ცენტრის თანამშრომლებმა წარადგინეს თემები დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების, განათლებაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობის, ინკლუზიური განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების შესახებ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივმა კონსულტანტებმა 200-მდე განაცხადიდან 52 საუკეთესო მოხსენება შეარჩიეს.
ჩვენს მიერ წარდგენილ მოხსენებას კვლევაზე/პრობლებაზე
დაფუძნებული სწავლება - პროექტი „დავით სარაჯიშვილი - მეცენატი და საზოგადო მოღვაწე“ წარმატება ხვდა წილად
Комментариев нет:
Отправить комментарий