დავით სარაჯიშვილის შესახებ

დავითის დამოკიდებულება მუშებთან
ავით სარაჯიშვილი სხვებისგან მუშებისადმი დამოკიდებულებითაც გამოირჩეოდა. მან  პირველმა შემოიღო თავის საწარმოებში 8 საათიანი სამუშაო დღე, 9 სათიანი სამუშაოს მოთხოვნის საპასუხოდ. დააწესა ხელფასის შენარჩუნებით შვებულება, ქარხნის მუშებისთვის გახსნა სასადილო, სამკითხველო დარბაზი, ბიბლიოთეკამისი ინიციატივით მუშებისთვის გაიხსნა უფასო სკოლა. წერა–კითხვასა და არითმეტიკას არა მხოლოდ მუშებს, მათ შვილებსაც ასწავლიდნენ. თუკი სხვაგან კვირაში ერთ დღეს (კვირას) ისვენებდნენ, სარაჯიშვილმა ამას შაბათიც დაუმატა. ანაზღაურება მასთან კარგი იყო, იგივე შეიძლება ითქვას სამუშაო პირობებზედაც.  და,  რაც მთავარია, არც ანდერძში დაივიწყა - ქარხნებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი მუშების კეთილდღეობისთვის იქნა გაღებული.

მისი ქარხნის შესასვლელში ეკიდა პლაკატი, რომელზედაც დიდი ასოებით იყო ამოტვიფრული: 

– გახსოვდეს, რომ არიან ღარიბნიც! 

სარაჯიშვილი მართლაც ზრუნავდა თავის მუშებზე.

– ჩვენ ერთი ოჯახი ვართ! – ამბობდა სარაჯიშვილი. 

ნიჭიერ ბავშვებს გიმნაზიაში სასწავლებლად აგზავნიდნენ, სწავლის ფულს სარაჯიშვილი იხდიდა.

 ექსცესი რუს გენერალთან 


სარაჯიშვილის სტუმართმოყვარეობაზე ლეგენდები დადიოდა. თუმცა ყველა სტუმარი როდი იქცეოდა კარგად. ერთხელ ასეთი ექსცესიც მოხდა: 

სარაჯიშვილს რუსი გენერალი, ვინმე ვედენეევი ესტუმრა. გენერალმა, როგორც ჩანს, ზედმეტი დალია და გაუტია: 

– ქართველები უმადური ხალხი ხართ! რუსეთი რომ არა, ახლა საერთოდ არ იარსებებდით! თქვენ კი როგორ იქცევით? რევოლუციონერ–ტერორისტთა უმრავლესობა ქართველია! ესაა ადამიანობა?! 

სარაჯიშვილი დუმდა. სტუმრის წყენინება ხომ არ შეიძლება. შექეიფიანებული გენერალი კი განაგრძობდა: 
– რუსი რომ არა, არც ეს სუფრა გაიშლებოდა და თბილისსაც მხოლოდ მოლას კივილი გააღვიძებდა. ურუსეთოდ ქართველები ვერ იარსებებთ. ვინ ხართ რუსეთის გარეშე?! არარაობა! 
სარაჯიშვილი ნებისყოფის უდიდესი დაძაბვით იკავებდა თავს. რუსმა კი ჭიქა შამპანურით შეავსო და დაიძახა: 
– აბა, ფეხზე დადექ! გაუმარჯოს რუსეთის იმპერიას, რომელმაც ეს პატარა, საცოდავი საქართველო დაღუპვას გადაარჩინა! 
სარაჯიშვილმა მსახური იხმო და ვედროს მოტანა უბრძანა. მოიტანეს. სარაჯიშვილმა ის შამპანურით გაავსებინა: 
– წადი და ჩემს ცხენს დაალევინე! 
ყველას გაოგნებისგან ხმა ჩაუწყდა. მსახური ელდანაცემი მისჩერებოდა, ვერ გაეგო, ეხუმრებოდნენ თუ სერიოზულად ელაპარაკებოდნენ. 
– არ გესმის?! წადი და ჩემს ცხენს დაალევინე! 
მსახურმა მორჩილად აიტაცა სათლი და გავიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ უკან დაბრუნდა: 
– მაპატიეთ, ბატონო, მაგრამ ცხენი არ სვამს. 
– ხომ ხედავთ, – ხელები გაშალა სარაჯიშვილმა, – პირუტყვიც კი არ სვამს რუსეთის იმპერიის სადღეგრძელოს! 
აჭარხლებული გენერალი წამოდგა და იქაურობა დატოვა. 


ამბავი  მეფისნაცვალ გოლიცინთან
გურიაში არაულობის დროს მოკლული იქნა მეფის ჯარისკაცი, რის გამოც გამოიცა ბრაძანება  გაენადგურებინათ გურია.  ილია ჭავჭავაძემ, რომელიც ხშირად სტუმრობდა დავით სარაჯიშვილს, სთხოვა მას, რომ მიემართა მეფისნაცვალ გოლიცინისათვის, რომ  შეეჩერებინა არმია, რომელიც უკვე ქუთაისსთან  იმყოფებოდა. სარაჯიშვილი მას დაეთანხმა.  გოლიცინს , სარაჯიშვილის დიდი ვალი ჰქონდა, მან ვალის პატიების სანაცვლოდ უარი თქვა გურიის აოხრებაზე და უკან გამოიწვია ჯარი. 



სტალინის მცირე დიპლომატიური გამარჯვება

1945 წლის თებერვალში იალტის სამშვიდობო კონფერენციაზე ჩამოსული დიდი სამეულის წევრები – სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი ერთ–ერთი პირველები იყვნენ, რომლებმაც კონიაკი „ენისელი“დააჭაშნიკეს. სამუშაო შეხვედრებს შორის გამართულ დეგუსტაციაზე ჩერჩილმა, რომელიც შესანიშნავი მცოდნე იყო კონიაკისა , ჯერ ფრანგული კონიაკი გასინჯა და უკმაყოფილო დარჩა მისი გემოთი. „ აი, ეს კი საუკეთესოა, ფრანგული“,   – წამოიძახა ბრიტანეთის სახელმწიფო მეთაურმა, როცა „ ენისელი“ გასინჯა. „ ფრანგული კი არა ქართულია „ – გაუსწორა მას სტალინმა. მაშინ ჩერჩილმა ივარაუდა, – საქართველოში, ალბათ, ფრანგი სპეციალისტები მუშაობენო. ძლიერ გაუკვირდა, როცა უთხრეს, თბილისის კონიაკის ქარხანაში არც ერთი უცხოელი არ მუშაობსო. სტალინი დიდად კმაყოფილი დარჩა ამ მცირე გამარჯვებით და გასცა განკარგულება, რომ დაეჯილდაებინათ „ენისელის “ ავტორი. ასე გახდა კონიაკის ქარხნის მთავარი ტექნოლოგი ვახტანგ ციციშვილი სტალინური პრემიის ლაურეატი.

რეკლამა

დავით სარაჯიშვილმა შეისწავლა რუსეთის იმპერიის ბაზარი. იმ დროს რუსეთში მხოლოდ ფრანგულ კონიაკს სვამდნენ. მან, დაიქირავა გამოცდილი ე.წ. „პიარშიკი“. მაშინ, სიტყვა „პიარიც“  არ გამოიყენებოდა, მაგრამ სარაჯიშვილმა საფუძველი ჩაუყარა პროდუქციის რეკლამირების საფუძვლებს და ამ მიზნით გამოიყენა არასტანდარტული იდეები. სარაჯიშვილის „პიარშიკმა“ დაიქირავა ლამაზი ქალბატონები, რომელთაც უამრავი თაყვენისმცემელი ჰყავდა.
როდესაც მათ ეკითხებოდნენ –: „რას დალევთო?“
ისინი პასუხობდნენ : «Конечно, коньяк Сараджева…».

Комментариев нет:

Отправить комментарий